2 мар. 2016 г.

IBM-მა ადამიანის ტვინის მსგავსი პროცესორი შექმნა















IBM-მა სრულიად ახალი თაობის ადამიანის ტვინის მსგავსად მომუშავე პროცესორი შექმნა, რომლის სახელია TrueNorth. იგი დააფუძნეს samsung-ს 28 nm ტექპროცესზე და მისი მახასიათებლები ასეთია: 4096 ნეიროსინაპსური ბირთვი, 1 მილიონი პროგრამირებადი ნეირონი, 256 მილიონი პროგრამირებადი სინაპსი.
სულ შედგება 5,4 მილიარდი ტრანზისტორისგან, ის წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს და ამავდროულად ყველაზე განვითარებულ ჩიპს, ყველაზე ძლიერს და ის მოიხმარს მხოლოდ და მხოლოდ 72 მილივატს, მაქსიმუმ დატვირთვაზე.

კონფერენცია - კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება სკოლებში

3 апр. 2015 г.

პრინტერი კარტრიჯისა და ფურცლის გარეშე


prrrrrrr
იაპონურმა კომპანიამ Sanwa Newtec შექმნა პრინტერი კარტრიჯისა და ფურცლის გარეშე, რომელიც თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ მომავლის ტექნოლოგიათა რიცხვს.

პრინტერი არ საჭიროებს არანაირ საოფისე ქაღალდს, ტონერს, მელანს და კარტრიჯს. მათ ნაცვლად ნაწერი სპეციალური პლასტიკის ფირფიტებზე გადადის. ფირფიტის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა მოხმარება სავსებით შესაძლებელია, ვინაიდან ყოველ ფირფიტას ათასჯერ გამოყენების ფუნქცია გააჩნია.
http://markup.ge/

23 дек. 2014 г.

საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის – ორი წლის ანგარიში

საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის – ორი წლის ანგარიში


22.12.2014 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, საზოგადოებას ორი წლის ანგარიში წარუდგინა. პირველი რიგში მინისტრმა სისტემის დეპოლიტიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელდა მანდატურის სამსახურის რეფორმა, მანდატურის სამსახურის ბაზაზე  ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა, დაიწყო პოლიტიკური ნიშნით სისტემიდან განდევნილი ადამიანების სისტემაში დაბრუნების პროცესი.
ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად. მეორე წელია 500 000-მდე მოსწავლეს უსასყიდლოდ გადაეცემა  სასკოლო სახელმძღვანელოები, სკოლების ხელმისაწვდომობა  გაზარდა  სასკოლო ავტობუსების  მომსახურებამ. 1000-ზე მეტი სკოლის  52 000-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს ამ სერვისით. აღნიშნულმა ფართომასშტაბიანმა პროგრამებმა თითქმის  60%-მდე შეამცირა ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე. 
სამინისტრომ ორი წლის განმავლობაში მოახდინა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების  სრული ინკლუზია განათლების სისტემაში, ასევე, სხვადასხვა მიზეზებით სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვებისთვის „განათლების მეორე შანსის“ უზრუნველყოფა. დღეს,  ყველა სკოლაში, სადაც არის სსსმ მოსწავლე, მუშაობს სპეცმასწავლებელი და დამხმარე პედაგოგი, სპეცსკოლები უზრუნველყოფილია ადაპტირებული სახელმძღვანელოებით, გზამკვლევებითა და დამხმარე ლიტერატურით.
გაიზარდა  ინტეგრირებული კლასების რაოდენობა, განათლება ხელმისაწვდომი გახდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, იაშვილის კლინიკაში სპეციალური სკოლა მოეწყო და ბავშვები ადგილზე იღებენ საგანმანათლებლო სერვისს. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უზრუნველყოფილია ყველა არასრულწლოვანისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა.
სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებაზე მუშაობა, განხორციელდა დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტის რევიზია და  2014-2015 აკადემიური წლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების ნაწილი უკვე შევიდა, პროცესი გრძელდება და ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პარალელურად, დაიწყება სახელმძღვანელოების შინაარსის შესაბამისობაში მოყვანა. განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად მომზადდა  სკოლამდელი განათლებისა და წინასასკოლო მომზადების პროგრამები.
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის შემუშავდა  მასწავლებლობის დაწყების,  პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი მოდელი,   სქემის  ფარგლებში დარეგულირდება მასწავლებლის სახელფასო და  სამოტივაციო  პაკეტი.
დიდი სამუშაოები ჩატადა საგანმანათლებლო გარემოს  გაუმჯობესების მიზნით. ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 1000-მდე სკოლას, წელს უკვე დასრულდა   7 სკოლის მშენებლობა და 2015 წლის დასაწყისში ორი სკოლა დასრულდება, 2015 წელს აშენდება 8 ახალი სკოლა. სკოლებში ამოქმედდა სკოლის ექიმის ინსტიტუტი. გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით სკოლების დაფინანსების სისტემაში განხორციელდა აუცილებელი ცვლილებები და სხვ. ეს არის არასრული ჩამონათვალი ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა.
მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა პროფესიულ განათლებაში განხორციელებულ სიახლეებზე: შეიქმნა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია  (2013–2020 წლებისათვის) და სამოქმედო გეგმა. 2012 წელს  სამინისტრომ მოკლე პერიოდში შეასრულა ევროკავშირთან წინა მთავრობის მიერ ნაკისრი და ვერ შესრულებული ყველა ვალდებულება. შედეგად, სახელმწიფომ მიიღო  საბიუჯეტო დახმარება 5.9 მლნ. ევროს ოდენობით.  ამასთან, ევროკავშირმა გააგრძელა პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერა და საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 4 წლის განმავლობაში მიიღებს ტექნიკურ და საბიუჯეტო დახმარებას 27 მილიონი ევროს ოდენობით. 2014 წლიდან დაიწყო პროფესიული განათლების ბიუჯეტის  მკვეთრი ზრდა – დაფინანსების მოცულობა გასამმაგდა. ზრდის ტენდენცია გრძელდება.
2013 წლიდან სახელმწიფო  სრულად აფინანსებს პროფესიულ  განათლებას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში. 2013 წლის სექტემბერში დამტკიცდა დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც უფრო მოქნილი და გამჭვირვალეა ვიდრე მანამდე არსებული, ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2013–2014 წლებში უფასო პროფესიული განათლებით ისარგებლა 18 000–მდე პირმა;  პროფესიულ სტუდენტთა სწავლის მიტოვების მაჩვენებელი შემცირდა 20%–დან 8 %–მდე.
2013 წელს დაიწყო ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა. 2014 წელს, სისტემაში პროფესიული განათლების მისაღებად შემოვიდა 150-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. მემორანდუმი გაფორმდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების მიზნით, ხოლო მიმდინარე წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა იუსტიციის სამინისტროსთან ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის მიზნით. 
ხორციელდება ახალი კოლეჯების განვითარებისა და დაფუძნების პროექტები. შემუშავდა 26 ახალი სასწავლებლის განვითარების რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად, მომზადდა ახალი პროფესიული სასწავლებლების განვითარების გეგმები. 2013–2014 წლებში დაფუძნდა ორი კოლეჯი – თბილისის ხელოვნების კოლეჯი და წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი მცხეთაში, სოფელ წინამძღვრიანთკარში.
დაიწყო პროფესიული სტანდარტების გადამუშავების პროცესი დაკუმ მეთოდოლოგიის გამოყენებით, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმა, 2014-2017 წლებში, საგნებზე დაფუძნებული პროგრამებიდან სისტემა გადავა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლებაზე. მიმდინარე წელს, დაიწყო  ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელის დანერგვა 6 საპილოტე კოლეჯში (3 სახელმწიფო, 3 – კერძო). 
2013 წელს პროფესიული განათლების მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდა საშუალოდ 35–40%–ით. შეიქმნა სპეციალური პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის, წელს პირველად, პროფესიული განათლების მასწავლებლებლებმა პროფესიული ტრენინგი გაიარეს   რეალურ სამუშაო პირობებში. ეს არის ნაწილი პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებული სიახლეებისა.
მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების  ნაწილში გატარებულ რეფორმებზე, საერთაშორისო პროექტებსა და იმ საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამებზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდა  ზოგადად, და კერძოდ, ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
2013 წლიდან სამინისტრომ გაატარა რიგი ღონისძიებებისა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის მიმართულებით. დღეისათვის  21  პრიორიტეტულ მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.
სოციალურად დაუცველი, ასევე სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისათვის გაორმაგდა სოციალური პროგრამის ბიუჯეტი. პირველად ამოქმედდა სოციალური პროგრამა მაგისტრანტებისთვის. პირველად გაიცა სახელმწიფო გრანტები დოქტორანტებისათვის.გატარებული ღონისძიებების შედეგად, 22,000-მდე სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს სრული დაფინანსებით.ხდება სტუდენტების სამეცნიერო კველევებში ჩართვის ხელშეწყობა, ამოქმედდა ზაფხულისა და ზამთრის სამეცნიერო სკოლები. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსდა „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ უმაღლესი განათლების პროექტი, რის შედეგადაც, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში.  პროექტის ბიუჯეტია 30 მილიონი აშშ დოლარი.
ხორციელდება მეცნიერთა ხელშეწყობის არაერთი პროექტი, გაფორმდა ხელშეკრულებები ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით, მოქმედებს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა  ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები და სხვ. თამარ სანიკიძემ ასევე ისაუბრა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რესტრუქტურიზაციასა და ფონდის სამომავლო გეგმებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნა, რომ ყველა მიმდინარე პროექტი შესაბამისობაშია სამინისტროს სტრატეგიულ გეგმებთან და ხედვებთან. ეს პროგრამები მომავალშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება და  უშუალოდ მიმართული იქნება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.

26 янв. 2014 г.

განათლების მსოფლიო ფორუმი დასრულდა